ჰარი პოტერი

დიდ ბრიტანეთში ჰარი პოტერის სახლი იყიდება

დიდ ბრიტანეთში გასაყიდად გამოიტანეს სახლი, რომელშიც ჰარი პოტერზე გადაღებული ფილმების სცენარის მიხედვით, სკოლის დირექტორი, ჰოგვარტს ალბუს დამბლდორი და თავად პოტერი დაიბადნენ. 

De Vere House 950 000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 1,5 მლნ დოლარი) იყიდება. ის ქალაქ ლავენჰამში (საფოლკის საგრაფო) მდებარეობს და დიდი ხნის წინ, მეთოთხმეტე საუკუნეშია აშენებული. ამბობენ, რომ მას 1498 წელს მეფე ჰენრიხ VII-ც კი სტუმრობდა.

სახლის ამჟამინდელი მფლობელები De Vere House-ში 20 წელია რაც ცხოვრობენ.

De Vere House ფილმში  "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" გამოიყენეს. დიდ ბრიტანეთში მას პრემიერ-მინისტრის ლონდონის რეზიდენციის შემდეგ ყველაზე ხშირად უღებენ ფოტოებს. 

სახლში სამი საძინებელი, მისაღები დარბაზი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო, სასადილო,  ორი აბაზანა და სხვენია. „არასოდეს მიფიქრია, რომ შეიძლება ასეთი სახლი გეკუთვნოდეს, უბრალოდ შეგიძლია, მისი მცველი იყო“, - ამბობს მისი ახლანდელი მეპატრონე.

კომენტარები