ტელეკომპანია მაესტრო

ტელეკომპანია მაესტრომ უწყებათაშორისი კომისიის შეთავაზება მიიღო

ტელეკომპანია მაესტრომ, სატელიტური ანტენების დარიგებასთან დაკავშირებით, საქართველოს უწყებათაშორისი კომისიის შეთავაზება მიიღო. თანხმობის შესახებ უწყებათაშორის კომისიას უკვე ეცნობა.

გუშინ, კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ტელეკომპანია მაესტროს ანტენებს ყადაღა მოეხსნებათ. შეთავაზების თანახმად, ტელეკომპანიის ან­ტე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მა­ეს­ტროს სა­ხე­ლით და­რი­გდება.

,,ტელეკომპანია მაესტრომ შეთავაზება მიიღო. ახლა მოხდება შეთანხმება, თუ როდის გაიმართება პირველი შეხვედრა და მოლაპარაკებები. ამ შეხვედრაზე ანტენების ფასზე და სხვა დეტალებზე იქნება საუბარი. იმედს გამოვთქვამ, რომ მოლაპარაკებების შედეგი მაესტროსთვის და მოსახლეობისთვისაც მისაღები იქნება.’’- განაცხადა გაზეთ რეზონანსის რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა. 

შე­გახ­სე­ნებთ, სა­უ­ბა­რია ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტროს 30 ათას ან­ტე­ნა­სა  და 15 ათას რე­სი­ვერ­ზე, რომ­ლე­ბიც სასამართლომ და­ა­ყა­და­ღა.

კომენტარები