ივანიშილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ბაგრატის ტაძრის აღდგენაში სააკაშვილს ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ბაგრატის ტაძარის კურთხევის საზეიმო ცერემონიას გამოეხმაურა. ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ტაძრის აღდგენა საკუთარ თავზე ,,მიიწეროს’’, თუმცა სინამდვილეში მას ამაში ,,ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის’’.

,,მინდა მივულოცო ტაძრის კურთხევა სრულიად საქართველოს. ეს ძალიან კარგი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ოდნავ გადაჭარბებულია, რომ სააკაშვილი ცდილობს ეს მიითვისოს და ისევე, როგორც სხვა მოვლენები, საკუთარ თავს მიაწეროს. ეს ქართველი ხალხის გაკეთებულია. მე პირადად ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი ამ ტაძრის აღდგენასა და ზოგადად, ძეგლების აღდგენის პროცესის ფორმირებაში."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება, იმას რომ თავად  ტაძრის კურთხევას არ დასწრებია, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  ,,ქუთაისში ჩასვლა ვერ მოახერხა’’, რადგან მეცხრე არხის ტელეპროექტში უნდა მიეღო მონაწილეობა. 

კომენტარები