ფილმი - ისლამის უცოდველობა

გერმანიამ ანტიისლამური ფილმის მხარდამჭერ ამერიკელ პასტორს ვიზაზე უარი უთხრა

გერმანიის მთავრობამ სკანდალური განცხადებებით ცნობილ ამერიკელ პასტორს ტერი ჯონსს ვიზაზე უარი უთხრა. Svobodanews-ის ცნობით, ამის მიზეზი პასტორის მიერ აშშ-ში გადაღებული ანტიისლამური ფილმის ისლამის უცოდველობის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა გახდა. 

გერმანიიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერი ჯონსის ვიზიტმა ქვეყანაში არსებულ წესრიგს შესაძლოა ზიანი მიაყენოს.

გერმანიაში ამერიკელი პასტორი ორგანიზაცია Pro Deutschland-მა მიიწვია. ორგანიზაცია სამოყვარულო ფილმის ჩვენებას, რომელმაც მუსულმანურ სამყაროში აღშფოთება და მასობრივი გამოსვლები გამოიწვია, ამერიკელი პასტორის თანდასწრებით აპირებდა.

ტერი ჯონსი პოპულარული 2010 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც სახალხოდ ყურანის დაწვის განზრახვის შესახებ განაცხადა. მის გამონათქვამს მუსულმანურ ქვეყნებში მასობრივი პროტესტები მოჰყვა.

 

კომენტარები