ჰოლანდია

ჰოლანდიის ევროპული არჩევანი

0 კომენტარი

პრემიერმინისტრი მარკ რუტე
სექტემბერს, ჰოლანდიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ მარკ რუტეს თავისუფლების და დემოკრატიის სახალხო პარტიამ (VVD) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა ლეიბორისტული პარტია (PvdA) 38 ადგილით და სამი ადგილით ჩამორჩა VVD-ს. ჰოლანდიელმა ამომრჩეველმა უარი თქვა რადიკალურ პარტიებზე და შედარებით შუალედური არჩევანი გააკეთა. 15 ადგილი მიიღო გეერტ ვილდერის რადიკალურმა მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ (PVV), რომლის კოალიციიდან გამოსვლამ 2012 წლის არჩევნების დანიშვნა გამოიწვია. „მოხარული ვიქნებოდი, აქ კარგი ახალი ამბებით ვმდგარიყავი, მაგრამ ამომრჩეველთა გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ ცუდი შედეგებით წავაგეთ”, – აღნიშნა ვილდერმა გამოსვლისას.

წინაასარჩევნო გამოკითხვებში სოციალისტური პარტია (SP) ლიდერობდა. ვარაუდობდნენ, რომ ის 38 ადგილს მიიღებდა, თუმცა, როგორც არჩევნების შედეგებმა აჩვენა, მხოლოდ 15 ადგილი მიიღო. არჩევნების ბედი გადაწყვიტა ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა, რომელსაც არჩევნებამდე არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ ვის მისცემდა ხმას. მათი ხმები თითქმის თანაბრად გაიყო ორ ძირითად პარტიას შორის.

არჩევნების შემდგომ პირველი ნაბიჯი პარტიათაშორისი კოალიციის შექმნაა. რუტემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ არ სურს წინასწარ გააკეთოს კომენტარი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ექსპერტთა ვარაუდით, რუტე კოალიციას ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბებს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება, ვინაიდან ამ ორ პარტიას ცოტა რამ აქვს საერთო. PvdA-ს ლიდერის, Greenpeace-ის ყოფილი აქტივისტის და ბირთვული ინჟინრის, დიდერიკ სამსონის პოზიციები ახლოს დგას

PvdA-ს ლიდერი დიდერიკ სამსონი
საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის შეხედულებებთან. იგი დანახარჯების და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის მომხრეა. ხოლო რუტე, თავისი პოლიტიკური პროგრამით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკერს უახლოვდება და მხარს უჭერს საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრისთვის შემოთავაზებულ მკაცრ ზომებს. „არსებული კურსი უნდა შეიცვალოს და უკანასკნელი 2 წლის მემარჯვენე პოლიტიკა არ უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დიდერიკ სამსონმა.

რუტეს და სამსონის შესაძლო კოალიციას 79 ადგილი ექნება, უმრავლესობის მოსაპოვებლად 76-ია საჭირო. მყარი პოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება პატარა პარტიების მიმხრობაც. ერთ-ერთი კანდიდატი დემოკრატები 66-ია. VVD, PvdA და D66

ნიდერლანდების სამეფოს 1994-2004 წლებში მართავდნენ. შესაძლოა, კოალიციას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაც შეუერთდეს.

„ბრიუსელი ალბათ აღნიშნავს ჩვენს დამარცხებას”, – განაცხადა გეერტ ვილდერმა არჩევნების დღეს. ოპოზიციურ სპექტრზე ევროსკეპტიკური ძალები გაერთიანდებიან. სავარაუდოდ, საერთო ენას გამონახავენ რადიკალი მემარცხენე SP და რადიკალი მემარჯვენე PVV, რომელთაც ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკა აერთიანებთ.

ბევრმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიის არჩევნებით ევროკავშირმა ლაკმუსის ტესტი გაიარა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არჩევნები არც მთლად პანევროპულ წისქვილზე ასხამს წყალს. პროევროპული პარტიებისადმი მხარდაჭერა იმანაც განაპირობა, რომ მათ ევროკრიტიკული პოზიცია აირჩიეს და მომავალში რიტორიკის შეცვლა გაუჭირდებათ. გარდა ამისა, ჰოლანდიელ ამომრჩეველთა 60 პროცენტი კრიზისში მყოფი ევროკავშირის ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წინააღმდეგია.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჰოლანდიაში 5 არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველი დაიღალა მთავრობის ცვლილებებით. კოალიციის ჩამოყალიბებას იქ თვეები სჭირდება და პარტიებს შორის მომავალი ფორმალური მოლაპარაკებები გვაჩვენებს, თუ ვინ იქნება ნიდერლანდების სამეფოს ღამის გუშაგი.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები