ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ხაინდრავასთან დაკავშირებით გავრცელებული მასალა აბსოლუტური სისულელეა

ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი ხაინდრავასთან დაკავშირებით გავრცელებული მასალა აბსოლუტური სისულელეა. ჟურნალისტებთან საუბრისას კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ მასალა არა ჟანდარმერიამ, არამედ საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

”თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ეს ყველაფერი? თქვენ ფიქრობ, რომ საქართველოში გამოძიება არსებობს? მიგაჩნიათ, რომ გოგა ხაინდრავას შეუძლია საქართველოში დესტაბილიზაციისა და იარაღის შემოტანა? ჩვენთან პროკურატურა არის ერთ კაცზე აგებული და ერთი გაუგებარი, დაბნეული კაცის იდეოლოგიას ემსახურება.” - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართულ მხარეს ფრანგული ჟანდარმერიის მიერ დოკუმენტაცია გადაეცა, რომელიც ასახავს ქართვე­ლი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კავშირს კრიმინალურ ავტორიტეტებთან საფრანგეთის ტერიტორიაზე. მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას თქმით, აღნიშნულ მასალაში ასახულია, თუ როგორ გეგმავენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ქართული ოპოზიციის წარმომდგენლები საერთაშორისო კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით. ფრანგული სამართალდამცავების მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა გიორგი ხაიდრავა.

კომენტარები