ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი: პირველი ვიზიტი ვაშინგტონში განხორციელდება

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, პირველი ვიზიტით აშშ-ს ეწვევა. ამის შესახებ ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.

,,მაქვს მრავალი მოწვევა როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ევროპიდან. ორი დღის წინ ქეთრინ ეშტონსაც ვესაუბრე, მაგრამ ოფიციალური მოწვევების მიუხედავად, მე გადავწყვიტე ცოტა ხნით ეს ვიზიტები არ განხორციელდეს. როგორც მოგეხსენებათ აშშ თავად საარჩევნო პროცესში და არჩევნებისთვის ემზადება, დღეს კი პრეზიდენტების კანდიდატებს შორის პირველი დებატები იმართება. შესაბამასად ჩავთვალეთ, რომ საარჩევნო პერიოდში სტუმრობა ფასს დაკარგავდა, შესაბამისად ვიდრე არჩევნები არ ჩაივლის, მე არ გავემგზავრები. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ჩავალ, პირველი ვიზტი ვაშინგტონში განხორციელდება"-განაცხადა ბიძინა ივანშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილთან შესაძლო შეხვედრაზე. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ შეხვედრას არ გამორიცხავს. რაც შეეხება ახალი მთავრობის დაკომპლექტებას, ივანიშვილმა განმარტა, რომ ამაზე საუბარი კოალიციაში ჯერ არ ყოფილა. 

კომენტარები