შეწყალება

პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე შეიწყალა.

გიორგი დემეტრაძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პრეზიდენტის შეწყალება 28 აგვისტოს პატიმართა შეწყალების ფარგლებში შეეხო, თუმცა მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი თხოვნით არც დემეტრაძეს და არც მის ოჯახს არ მიუმართავს.

,,პრეზიდენტმა 28 აგვისტოს სულ 150-მდე პატიმარი შეიწყალა, მათ შორის გიორგი დემეტრაძე, თუმცა ის საპყრობილეს არ ტოვებს, უბრალოდ მას შეწყალება სასჯელის განახევრების ფორმით შეეხო. მას 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, აქედან 28 აგვისტოსთვის 2 წელი უკვე გასული იყო, შესაბამისად, დემეტრაძე ციხეს წელიწადსა და 10 თვეში დატოვებს."- აღნიშნა გიორგი დემეტრაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე კრიმინალურ სამყაროსთან კავშირისთვის 2010 წელს დააპატიმეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები