U21 ამხანაგური მატჩი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამშაბათს, 16 ოქტომბერს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დანიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლებს. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.

ქართველი 21-წლამდელები სკანდინავიელებთან მატჩისთვის მზადებას 13 ოქტომბერს დაიწყებენ - გუნდი ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, ბასაზე შეიკრიბება. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელების სია დაასახელა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე (ცხინვალის სპარტაკი), კახა მეშველიანი (ზესტაფონი)
მცველები: გიორგი გაგნიძე, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი (ყველა თბილისის დინამო), მამუკა კობახიძე, თედო გრიგალაშვილი (ორივე ზესტაფონი), გიორგი ჯგერენაია (გაგრა)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი (ყველა თბილისის დინამო), ბესიკ დეკანოიძე, დავით კირკიტაძე (საჩხერის ჩიხურა), თორნიკე სტეფნიაშვილი (კიშინიოვის ზიმბრუ, მოლდოვა), კახა ხალვაში (კრასნოდარის ყუბანი, რუსეთი), ვალერი ყაზაიშვილი (არნემის ვიტესი, ჰოლანდია)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), ლაშა ჩაფიძე (ქობულეთის შუქურა), გიორგი ჭანტურია (არნემის ვიტესი, ჰოლანდია), ირაკლი ქობალია (ზუგდიდი)

ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები წლეულს მეხუთედ ითამაშებს. მის ხელში ჯერ გუნდი არ დამარცხებულა: 1 ივნისს 21-წლამდელებმა მინსკში ბელარუსი ამხანაგურში 1:0 დაამარცხეს, 5 ივნისს კი ევრო 2013-ის შესარჩევ მატჩში სტუმრად აჯობეს ესტონეთს 2:1. 15 აგვისტოს ახალგაზრდულმა ევრო 2013-ის ეგიდით თბილისში ხორვატიასთან ფრედ 1:1 ითამაშა, 6 სექტემბერს კი ესტონეთი მეორედ დაამარცხა - 2:1.

კომენტარები