ჩოგბურთი

როჯერ ფედერერის 300 კვირა

0 კომენტარი

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგის ლიდერი როჯერ ფედერერი შანხაის მასტერსის ნახევარფინალში დამარცხდა, თუმცა პირველი პოზიცია კიდევ ერთი კვირით შეინარჩუნა და არნახული რეკორდის ავტორიც შეიქნა: მე-300 კვირა დაიწყო რეიტინგის პირველ ნომრად!

„ბავშვობაში მხოლოდ იმას ვოცნებობდი, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურში მეთამაშა. 300 კვირა პირველ ნომრად? არა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ამას ვერც ვიფიქრებდი. მგონი, ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა და მიხარია ამდენს რომ მივაღწიე,“ - განაცხადა შვეიცარიელმა სუპერვარსკვლავმა.

დიდი მუზარადის 17-გზის ტრიუმფატორმა წლეულს 6 ტიტული მოიგო: წლის დასაწყისში როტერდამსა და დუბაიში იმარჯვა, შემდეგ ინდიან უელსის და მადრიდის მასტერსები მოიგო, ზაფხულში მეშვიდედ გაიმარჯვა ყველაზე პრესტიჟულ უიმბლდონის ტურნირზე, აგვისტოში კი ცინცინატის მასტერსის მთავარი პრიზი ჩაიბარა. ამას გარდა ფედერერმა ლონდონის ოლიმპიადაზე ერთეულთა შორის ვერცხლის მედალი მოიგო და ჰალეს ტურნირის ფინალშიც ითამაშა.

რეიტინგის ლიდერობა ფედერერმა უიმბლდონზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, საერთო ჯამში კი, 73 მატჩიდან 64 მოიგო. რაც შეეხება საპრიზო თანხას, 2012 წელს როჯერმა 6261241 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები