მთავრობა

პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად გახსნა. პრეზიდენტმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
სესიას ესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება . 
ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სესიას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე ქართული ოცნების წევრი ივანე კიღურაძე უძღვება.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ახალ ვიცე-სპიკერებსაც დაამტკიცებენ. 
შეგახსენებთ, ახალ პარლამენტში უმრავლესობას დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს, ხოლო უმცირესობის ლიდერად დავით ბაქრაძე სახელდება. ისევე როგორც ქართული ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც ახალ პარლამენტში სამი ფრაქცია ეყოლება. 

კომენტარები