ტარიფები

ნოემბრიდან მარტის ჩათვლით დასუფთავების განახევრებული ტარიფი იმოქმედებს

ნოემბრიდან მარტის ჩათვლით თბილისში დასუფთავების განახევრებული ტარიფი იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე მიიღეს. სხდომას სხვადასხვა კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

5 თვის განმავლობაში დახარჯულ 1 კილოვატ საათზე დასუფთავების გადასახადი 5 თეთრის ნაცვლად 2,5 თეთრი იქნება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, ისინი არსებულ შეღავათებს შეინარჩუნებენ. თბილისის მერია ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით სახსრებს გამოყოფს.

მიღებული გადაწყვეტილება ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება. 

კომენტარები