აჭარა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე აირჩიეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე, მის მოადგილედ კი დავით ბაციკაძე აირჩიეს. საბჭოს 21 დეპუტატიდან მას მხარი 13-მა დაუჭირა. რვამ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

ავთანდილ ბერიძე ”კოალიცია ქართული” ოცნების შტაბის თავმჯდომარე და ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი იყო. ბერიძე სხდომაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. სტუმრის სტატუსით სხდომას პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

სააგენტი ინტერპრესნიუსის ცნობით, ბერიძე რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, ხოლო ამ პარტიის დატოვების შემდეგ, მურმან დუმბაძესთან და თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა ”ემსახურე საქართველოს” დააფუძნა.

"ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ" - განაცხადა ბერიძემ.

 

კომენტარები