თსუ

გია მაისაშვილი: თსუ-ში უნდა მივიდეს ჩვეულებრივი ბავშვი და 4 წლის მერე გახდეს "ოქროს ბავშვი"

წელს პრეზიდენტობის კანდიდატი, ეკონომისტი გია მაისაშვილი ახალი ხელისუფლებისაგან თსუ-ს რექტორის პოსტის შეთავაზებას ადასტურებს.  
საინფორმაციო სააგენტო News.ge გია მაისაშვილის კომენტარს ავრცელებს, სადაც იგი ხელისუფლების ცვლილებას პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამით ქვეყანას ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა. 
„საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. ისეთივე, როგორიც ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო, რომელიც სამწუხაროდ, სრულიად გაფლანგული და გამოუყენებელი იქნა“, - აცხადებს ეკონომისტი.
მაისაშვილი ახალი შესაძლებლობების გამოყენებას აპირებს და თსუ-ს კავკასიის ჰარვარდად გადაქცევას გეგმავს.
„თსუ კავკასიის ჰარვარდად უნდა ვაქციოთ. ეს კი სამი იმართულებით უნდა მოხდეს. უნდა გაძლიერდეს აკადემიური სწავლება და უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა შეიქმნას საწარმოები, სადაც სტუდენტები პრაქტიკებს გაივლიან. იქ უნდა მივიდეს ჩვეულებრივი ბავშვი და 4 წლის მერე გახდეს "ოქროს ბავშვი"“, - განაცხადა გია მაისაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

კომენტარები