ბაჩო ახალაია

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მოწმეთა ჩვენებებს არასაკმარის მტკიცებულებებად მიიჩნევს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მოწმეთა ჩვენებებს არასაკმარისი მტკიცებულებები უწოდა.

„ეს ის შემთხვევაა, როცა მოწმის ჩვენებები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად და უნდა დადგინდეს, მოწმეებს რა ინტერესი ამოძრავებთ - ესენი არიან თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლების გამო განაწყენებული პირები და შესაძლოა, ვიღაცის მიმართ არაკეთილგანწყობა ჰქონდეთ. ამიტომ მათი მოტივაცია დასადგენია. შესაბამისად, მხოლოდ მათი ჩვენებები ბაჩო ახალაიას დასაპატიმრებლად საკმარისი მტკიცებულება არ არის“, - განაცხადა დავით დეკანოიძემ  საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ადვოკატის თქმით, პროკურატურას სხვა მტკიცებულებები არ აქვს. 

კომენტარები