რუსთავი 2

რუსთავი 2-ს ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გახდა. გვარამიას 2008 წელს იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა. 2009 წლის დეკემბრამდე კი იგი განათლების მინისტრი იყო.

„მე ვფიქრობ, რომ რუსთავი 2 დღეის მდგომარეობით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალანსებული ტელევიზია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ამ ახალ ვითარებაში, ვიყოთ ძალიან მწვავეები, გავაშუქოთ ყველა ინფორმაცია. ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლით თუ ვინმეს კითხვის ნიშნები დაებადა, ეს კითხვის ნიშნები ძალიან მალე გაქრება“, – განუცხადა ახლადდანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს.

გენერალური დირექტორის პოსტზე გვარამიამ გიორგი გეგეშიძე ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანიის აქციების 9%-ის მფლობელია. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის აქციებს ამჟამად ასევე ფლობენ ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები. ორივე მათგანის პირდაპირ მფლობელობაშია ტელეკომპანიის აქციების 40%, ხოლო 51%-იანი წილის მფლობელი გახდა ყარამანიშვილების ტელეკომპანია საქართველო.

კომენტარები