პრესკონფერენცია

ივანიშვილი: რაღაც ეტაპზე კრიმინალის ზრდას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაგეგმილ მასშტაბურ ამნისტიას გარკვეული დოზით კრიმინალის ზრდა მოჰყვება და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს რაღაც ეტაპზე და გარკვეული დრო გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ. იქ ძალიან ბევრი და უმრავლესობა იმსახურებს ამას, ვიღაცეები გამოგვეპარებიან, ვიღაცეებს უკან შებრუნება მოუწევს, ამისთვის სამართალდამცავი სტრუქტურები არსებობენ. მე მგონი, ეს ჯანსაღი პროცესია, ცივილიზებული პროცესია და საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს, რაღაც უხერხულობებს შექმნის ალბათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი პოლიტიკური პატიმრების თემასაც შეეხო. მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ „შეიძლება იქ  ვინმე გამოიპაროს, რეალური კრიმინალიც იყოს და კრიმინალიზაცია რაღაც ეტაპზე გაიზარდოს სახელმწიფოში - ამისთვის არსებობენ ორგანოები და ალბათ შესატყვის რეაგირებას გააკეთებენ“, - თუმცა, პრემიერმინისტრის აზრით, ამის გამო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს.

კომენტარები