საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი

დილამ მოიგო, დინამომ კი ფრედ ითამაშა

დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თბილისის დინამომ გასულ ტურში უშუალო კონკურენტის გორის დილას დამარცხების შემდეგ, მდევართან ცხრილში ქულებით უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. დინამოელებმა მცხეთაში ვიტ ჯორჯიასთან ფრე 1:1 ითამაშეს, ხოლო დილამ ზესტაფონს გიორგი ონიანის გოლით სძლია. დანარჩენ შეხვედრებში შემდეგი შედეგები დაფიქსირდა:

სიონი - მერანი 2:1

ჩიხურა - ზუგდიდი 2:0

კოლხეთი - მეტალურგი 2:3

დინამო (ბთ) - ტორპედო 0:2

სატურნირო მდგომარეობა :

1. დინამო თბილისი 17 12 4 1 47:14 40 2. დილა 17 12 1 4 28:11 37 3. ჩიხურა 17 11 2 4 27:14 35 4. ტორპედო 17 10 2 5 32:16 32 5. ზუგდიდი 17 8 5 4 21:14 29 6. ზესტაფონი 17 8 4 5 22:14 28 7. მეტალურგი 17 7 2 8 14:22 23 8. მერანი 17 5 2 10 11:26 17 9. ვიტ ჯორჯია 17 4 5 8 13:26 17 10. სიონი 17 4 5 8 13:26 17 11. დინამო (ბთ) 17 2 3 12 17:38 9 12. კოლხეთი 17 0 3 14 8:33 3

კომენტარები