იგორ გიორგაძე

იგორ გიორგაძე: ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რომ საქართველოში დავბრუნდე

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა და პრეზიდენტ შევარდნაძის ტერაქტში ბრალდებულმა იგორ გიორგაძემ ჟურნალისტების კითხვებს მოსკოვიდან ტელეხიდით  უპასუხა და საქართველოს პროკურატურას სთხოვა, მოეხსნას დევნა და მიეცეს საქართველოში დაბრუნების საშუალება. 

"ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, რომ დავბრუნდე საქართველოში. მე არასდროს არანაირი ბრალი არ მაქვს წაყენებული არცერთი ხელისუფლების მხრიდან, არცერთ სასამართლოს, არცერთ საგამოძიებო ორგანოს არ წაუყენებია ჩემთვის ბრალი, მაგრამ ჩემზე დევნა გრძელდება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სრულიად ლეგიტიმურია ჩემი მოთხოვნა ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა გიორგაძემ. 

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს.

 

კომენტარები