გრიგორი კარასინი

გრიგორი კარასინი: მივესალმებით სპეციალური წარმომადგენლის რანგში ზურაბ აბაშიძესთან საუბარს

0 კომენტარი

"მეც არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრა მიმდინარე კვირაში შედგეს. აბაშიძე არ არის საქართველოს დელეგაციის წევრი ჟენევის დისკუსიებში, არამედ ის არის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში და ამ რანგში ჩვენ მივესალმებით მასთან საუბარს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

პრემიერ ივანიშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ეს შეხვედრა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალი სერიოზული ნაბიჯი იქნება პირდაპირი დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც მოსკოვს მეზობლებთან, და მათ შორის საქართველოსთან, ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ავალდებულებს. 
როგორც აბაშიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების ეს ფორმატი რუსეთთან, ჟენევის პროცესს ხელს არ შეუშლის.
"ჟენევის ფორმატს ჩვენ არ ვეხებით, რადგან მან მუშაობა უნდა გააგრძელოს. ჩვენ უბრალოდ ახალ არხზე პოლიტიკური დიალოგი გვჭირდება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები