სასამართლო

გვარამია, ხე­თა­გური და სხვები გი­რაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიების სახით გიორაო შეუფარდა.  მოსამართლის გადაწვეტილების თითოეული: ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, კახა დამენია და დევი კანდელაკი გირაოს სახით 30.000 ლარს გადაიხდიან, ხოლო გიორგი ნემსიწვერაძეს და იზაბელა გუტიძეს 15.000  ლარის გადახდა დაეკირათ. გირაოს გადახდა 20 დღის ვადაში უნდა მოხდეს.  

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს, პროკურორმა გვარამიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მიზეზად ბრალდებულის "ინტელექტუალური შესაძლებლობა" დაასახელა. ხოლო ადვოკატის კითხვაზე არსებობდა თუ არა საქმეში  რაიმე მტკიცებულება, რომ ალექსანდრე ხეთაგურმა აიღო ქრთამი, პროკურორმა პასუხად განაცხადა, რომ "ესე კონკრეტულად არა". 

ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდების  მხარის მოტივი  ვანო მერაბიშვილზე გასვლაა. "თქვენი მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა. ვერ გახვალთ ამ კვალზე, რადგან ასეთი კვალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ფაქტების მოგონებას და თქვენი პოლიტიკური მიზნების შესრულებას. დიახ, დღეს პროკურატურა არის პოლიტიკური მიზნების შემსრულებელი. ჩემი მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დროს საკუთარი თავისთვის პრემიაც კი არ გამომიწერია, რადგან ამასთან დაკავშირებით მაქვს ეთიკური პრობლემა. ვფიქრობ, რომ ვაწყდებით აბსოლუტურად მოუმზადებელ და მოტივირებულ პოლიტიკურ ბრალს. კონტრაქტების წერა, ფირმის დაარსებაში როგორც იურისტის მონაწილეობა და ამ ფორმით მეგობრის დახმარება, არის დანაშაული?" – აღნიშნა მან. ხოლო ალექსანდრე ხეთაგური განცხადებით ის არ დაემალა გამოძიებას და ამას არც მომავალში აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნიკა გვარამაია, ალეკო ხეთაგური, თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და კიდევ 3 პიროვნება დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ ქრთამის მიღების სქემა შეიმუშავეს. პროკურატურის ვერსიის მიხედვით, თელასი და კიდევ 3 კომპანია საკონსულტაციო კომპანიის დაიქირავებდა. რეალურად კი კონსულტანტისთვის გადაცემული ფული მაღალჩინოსნების ხელში მოხვდებოდა. 

ქრთამის აღებისა და დოკუმენტები გაყალბების ბრალდებით დაკავებულ  ექვსივე პიროვნების შემდეგი სასამართლო სხდომა 31 იანვარს  გაიმართება. 

 

კომენტარები