საკანონმდებლო ინიციატივა

საბავშვო ბაღებში გადასახადი შესაძლოა გაუქმდეს

0 კომენტარი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თინა ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივით, საბავშვო ბაღებში არსებული გადასახადი გაუქმდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ინიციატივას ხიდაშელი ოფიციალურად ხვალ დაარეგისტრირებს.

"საქართველოს  კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს საბავშვო ბაღებში ბავშვების განათლებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ბაღებში სწავლის საფასური არ უნდა იყოს. სხვა საქმეა, თუ მშობელს უნდა, მისი შვილი ბაღში შექმნილ სხვადასხვა სასწავლო წრეში ატაროს'', - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ამას გარდა, ხიდაშელი გამოდის ინიციატივით, რომ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის ერთმანეთთან მიბმა კანონმდებლობით დაუშვებელი გახდეს.

"დედაქალაქის შესახებ" და "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონებში ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონებიდან ყველა ის ნორმა ამოდის, რომლის საფუძველზეც თბილისის საკრებულომ ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიაბა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები