ელჩი ევროსაბჭოში

ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

0 კომენტარი

საქართველოს ელჩი ევროსაბჭოში, მამუკა ჟღენტი თანამდებობას ტოვებს. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას, მამუკა ჟღენტმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ მასთან სატელეფონო საუბრები იყო როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თუმცა ოფიციალურად გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ მიუღია.
"თუმცა ვიცი, რომ პრეზიდენტის მიერ ეს უკვე ხელმოწერილია და პროცედურით საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თარიღებზე", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა. 
მისივე თქმით, ელჩების გამოწვევის საკითხი მთავრობის და პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები