ნორლანდი: აშშ-საქართველოს ურთიერთობა აქტიურად გაგრძელდება

„აშშ დაეხმარება საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც ქვეყნისთვის ასე საჭიროა“, -  განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საახალწლო მიღებაზე.

აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან ბუნებრივია პოლიტიკური სეზონის დასაწყისში დიპკორპუსის მიღება და მათთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნის კიდევ ერთხელ გამოხატვა.

„წელიწადის ამ დროს, როცა ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება, საქართველოს მთავრობა აცხადებს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომ ის კვლავაც მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ნორლანდმა.

ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის თვალსაზრისით აქტიური წელიწადი იქნება და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა გაღრმავდება.

კომენტარები