ამნისტია

უსუფაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა კანონს ამნისტიის შესახებ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე უარი თქვა.
აღნიშნული კანონი დღეს, 13 იანვარს, 00:00 საათზე შევა ძალაში. საერთო ჯამში ამნისტია 17 ათას პატიმარს შეეხება. სასჯელაღსრულების დაწესებულებს პირველ რიგში პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 მსჯავრდებული დატოვებს. მომდევნო  ორი თვის ვადაში კი საერთო ჯამში 3 ათასზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება. დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდებათ.
სასჯელაღსრულების სამინისტრო, დღესვე, საკუთარ საიტზე  გამოაქვეყნებს ზუსტ სიას, თუ რომელი პირი  რომელი დაწესებულებიდან გათავისუფლდება.
"მინდა,  მივმართო ყველას, ვისაც ეს კანონი შეეხო – მათ სწორი დასკვნები გამოიტანონ საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან. სწორი დასკვნა იქნება ის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, დაუბრუნდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორც სრულფასოვანი წევრები. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ მათი რესოციალიზაციისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ,  დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, 

კომენტარები