საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები

ქართველი 17-წლამდელები ბელგიასთან დამარცხდნენ

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკშია და საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირში იღებს მონაწილეობას. დღეს ქართველები ბელგიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. ჯვაროსნებისგან თავი ილია კერძევაძემ და გიორგი თევზაძემ გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, კერძევაძემ გუნდი მე-6 წუთზე დააწინაურა, თუმცა შემდეგ ბელგიელებმა გაათანაბრეს. თევზაძის გოლით დევდარიანის შეგირდები შეხვედრაში წინ მეორედ 54-ე წუთზე გავიდნენ, მაგრამ ორ წუთში ბურთი საკუთარ კარში მიიღეს. ანგარიში საყაიმო (2:2) 73-ე წუთამდე იყო, სანამ ქართველმა ჩვიდმეტწლამდელებმა მესამე ბურთი არ გაუშვეს. საბოლოოდ შეხვედრა 2:3 დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 22 იანვარს მასპინძელი ბელარუსის გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დევდარიანის განკარგულებაში შემდეგი 18 ფეხბურთელია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)

მცველები: აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ყველა „საბურთალო“)

ნახევარმცველები: ზურაბ მალანია („ბაია“, ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა „საბურთალო“), თენგიზ გოროზია („დინამო“ თბილისი), გიორგი ბერიძე („ჩიხურა“, საჩხერე)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („ჩიხურა“, საჩხერე), დემურ კანდელაკი („ტორპედო“, ქუთაისი), გრიგოლ ჩაბრაძე („საბურთალო“), რომან ჭანტურია („ემპოლი“, იტალია)

 

კომენტარები