პრემიები

კანცელარია: შეიძლება ციფრები არის სწორი, მაგრამ მოხდა ინფორმაციით მანიპულირება

საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლების ნაწილმა 2012 წლის დეკემბერში პრემიები რამდენჯერმე აიღეს - აღნიშნული ინფორმაცია, გუშინ, 31 იანვარს, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა. 
"შეიძლება ციფრები არის სწორი, მაგრამ მოხდა ინფორმაციით მანიპულირება, იქიდან გამომდინარე, რომ იქ არის მოცემული 60 დღის ხელფასები და არა 20 დღის, როგორც წერია მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში. ნოემბერში ხელფასები არავის აუღია და ნოემბრის ხელფასები, დეკემბრის ხელფასები და ხელფასების დანამატი ერთად ჩაირიცხა დეკემბერში. ეს ყველაფერი საბუთებში ასახულია", - განუცხადეს ტაბულას კანცელარიის პრესსამსახურში. 
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების სანიმუშოდ შესრულებისათვის კანცელარიის უფროსის მაია ცქიტიშვილის ბრძანებების საფუძველზე პრემიის სახით დანამატი შემდეგ პირებზე გაიცა:
  1. თავად მაია ცქიტიშვილმა 10 და 21 დეკემბერს, ჯამში 12 390 ლარის ოდენობის პრემია მიიღო. 
  2. შალვა თადუმაძემ პრემიის სახით 10 დეკემბერს 5 175 ლარი მიიღო,  21 დეკემბერს  -  5075  ლარი, ხოლო 31 დეკემბერს - 625 ლარი.
  3. ნოდარ ყანდიაშვილმა პრემიის სახით 10 დეკემბერს 3750 ლარი მიიღო, 21 დეკემბერს -  3750 ლარი, ხოლო 28 დეკემბერს  - 625 ლარი.
  4. მანანა თოქმაჯიშვილმა პრემიის სახით 10 დეკემბერს  2200 ლარი მიიღო, 21 დეკემბერს - 1800 ლარი, ხოლო 28 დეკემბერს - 625 ლარი.
  5. მაია მენაღარიშვილმა პრემიის სახით 10 დეკემბერს 1367 ლარი მიიღო, 21 დეკემბერს - 3367 ლარი, ხოლო 28 დეკემბერს - 625 ლარი.
  6. გაიოზ თალაკვაძემ პრემიის სახით 10 დეკემბერს  3118 ლარი მიიღო, 21 დეკემბერს - 5607 ლარი, ხოლო 28 დეკემბერს -  625 ლარი.
  7. ანა გოჩაშვილმა პრემიის სახით 10 დეკემბერს 2200 ლარი მიიღო, 21 დეკემბერს - 1800 ლარი, ხოლო 31 დეკემბერს - 625 ლარი.
  8. დეკემბერში ასევე სამჯერ აიღო პრემია სოფიო სიჭინავამ - ჯამში 4725 ლარი, გიორგი გეგეჭკორმა - ჯამში  5 000 ლარი და გიორგი შველიძემ - ჯამში 5100 ლარი.
  9. ვალერიან გორგილაძემ დეკემბერში პრემია ორჯერ მიიღო: 21 დეკემბერს - 6525 ლარი და 31 დეკემბერს - 625 ლარი.

კომენტარები