ბუნდესლიგა

ბორუსიამ ბაიერი ლევერკუზენში დაამარცხა

ლევერკუზენის ბაიერმა ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონს დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისი იურგენ კლოპის ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა.

უკვე მესამე წუთზე მარკო როისმა ანგარიშის გახსნა მოახერხა. ექვს წუთში ლევანდოვსკი, ბაიერის მეკარე ბერნდ ლენომ წააქცია, რის გამოც თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბლაშიკოვსკიმ ზუსტად დაარტყა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

ლევერკუზენის ფეხბურთელები მეორე ტაიმში გააქტიურდნენ. შტეფან რაინარცმა ოთხ წუთში ორი გოლის გატანა შეძლო და ანგარიში გაათანაბრა.

მასპინძელთა იმედები, რომ შეხვედრაში ქულას მაინც მოიპოვებდნენ, ორ წუთში ლევანდოვსკიმ გააქარწყლა. პოლონელმა ბორუსიის რიგებში სეზონში მეცამეტე გოლი გაიტანა. მოგვიანებით, იმავე ლევანდოვსკის წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, თუმცა ლენომ ბლაშიკოვსკის დარტყმის აღება შეძლო.

ამ გამარჯვების წყალობით, ბორუსია 39 ქულთ მესამე ადგილზეა, 12-ით ჩამორჩება ლიდერ მიუნხენის ბაიერნს და ორით უსწრებს მესამეადგილოსან ლევერკუზენის ბაიერს.

კომენტარები