აშშ-ის კონგრესი

კონგრესმენები კერის საქართველოში სრული დიპლომატიური რესურსის გამოყენებას სთხოვენ

კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის წერილი მისწერა და საქართველოში სრული დიპლომატიური რესურსების გამოყენება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill ავრცელებს. 

"ქართველი ხალხის უფლებების და თავისუფლებების და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში. კრიზისის გადასაყვეტად, გთხოვთ გამოიყენოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელთ არსებული სრული დიპლომატიური რესურსი," მისწერეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა კერის. 

წერილს ხელს აწერენ აღმოსავლეთ ევროპის ურთიერთობებზე მომიშავე კანონმდებლები, მაიკლ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო, აშშ-ის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობით თავმჯდომარე), მარიო დიაზ-ბალარტი (რესპუბლიკური პარტია, ფლორიდა, ტრანატლანტიკური კანონმდებლების დიალოგის თავმჯდომარე), ბილ შუსტერი (რესპუბლიკური პარტია, პენსელვანია) და ელისონ შვარცი (დემოკრატიული პარტია, პენსილვანია, კონგრესის ჯგუფი საქართველოზე).

კომენტარები