ბრაზილიის ღია პირველობა

ნადალმა ბრაზილიის ღია პირველობის ტიტული მოიპოვა

 გასული წლის საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ, რაფაელ ნადალმა პირველი ტიტული მოიპოვა. ესპანელმა, ბრაზილიის ღია პირველობაზე დავიდ ნალბანდიანი ანგარიშით 6-2, 6-3 დაამარცხა.

დიდი სლემის 11-გზის გამარჯვებულმა ტრავმის გამო კორტთან 7-თვიანი განშორების შემდეგ, უკვე მეორე ტურნირში ითამაშა.

სავარაუდოდ, ნადალი აკაპულკოს ტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას, მაისში კი საფრანგეთის ღია პირველობის ტიტულის დაცვა მოუწევს.

"ახლა ჩემი მთავარი საფიქრალია, თუ როგორ აღვნიშნო დღევანდელი გამარჯვება. ვფიქრობ აკაპულკოს ტურნირზე და სხვა არაფერზე. არ ვარ იმ პოზიციაში, რომ მოვლენებზე რამდენიმე კვირით ადრე ვიფიქრო. იმედი მაქვს, ნატკენი მუხლი საბოლოოდ მოვირჩინე და თავს აღარ შემახსენებს", - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

კომენტარები