ფიფა

ფიფამ გადაწყვიტა: კარის აღება, უახლესი ტექნიკის მეშვეობით დაფიქსირდება

FIFA-მ ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ 2013 წლის კონფედერაციათა თასზე და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, კარის აღების დამაფიქსირებელი ტექნიკა იქნება გამოყენებული. ინფორმაცია ამის შესახებ, ორგანიზაციის ვებ - გვერდზე განთავსდა, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში გადამწყვეტი როლი, დეკემბრის თვეში იაპონიაში გამართულმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატმა იქონია, სადაც უკვე გამოსცადეს ხსენებული ტექნოლოგია.

ამჟამად, FIFA ტენდერს აცხადებს კომპანიებისთვის ვისაც შეუძლიათ შესაბამისი ტექნიკის დამზადება. ვებ-გვერდის ცნობით, სურვილი უკვე ორმა კომპანიამ გამოთქვა. წინასწარი გეგმის მიხედვით, მას შემდეგ რაც ტექნოლოგია საბოლოოდ დამზადდება, ყოველი მატჩის წინ არბიტრებს მისი გამართულობის შემოწმება დაევალებათ.

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასი 2013 , ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატი 2014 წელს ბრაზილიაში გაიმართება.

კომენტარები