მთავარი პროკურატურა

არჩილ კბილაშვილი: მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დაიკითხოს

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი "იმედის საქმეზე" დაიკითხოს. მისი თქმით, ჯოსეფ ქეისა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის შედეგადაც მოხდა შეთანხმება "იმედის" გადაცემის შესახებ.

კბილაშვილის თქმით  - "ჯოზეფ ქეის განმარტებით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ დაერეგულირებინა გამწვავებული ურთიერთობა პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის. მისი ჩვენებით, ის ჯერ კიდევ ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში, 2008 წლის იანვარში ჩამოვიდა საქართველოში და გამართა მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან. ჯოზეფ ქეის ჩვენებიდან გამომდინარე, ის ადასტურებს, რომ "ტელეიმედის" მართვასთან დაკავშირებული საკითხები შეთანხმებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან მისი უშუალო და პირდაპირი შეხვედრის შედეგად. შესაძლებელია, რომ გამოძიების მიმდინარეობის კვალობაზე ამ საკითხის გამორკვევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყოს მოწმედ".

კომენტარები