პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: უახლოესი თვე-ნახევრის განმავლობაში ჩავალ ვაშინგტონში და გავმართავ შეხვედრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგარეო პოლიტიკურ საკითხებს და ავღანეთში საქართველოს მისიას. 

"ამერიკის შეერთებული შტატები და კონგრესი რჩებიან ჩვენი ქვეყნის უპირველეს მეგობრად და მხარდამჭერად. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ უახლოესი თვე-ნახევრის განმავლობაში ჩავალ ვაშინგტონში და იქ გავმართა შეხვედრებს", აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, კონგრესმენებმა იციან, რომ ახლანდელ ხელისუფლებას კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, ''ძალიან რთული ვითარება ერგო''.  
"მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში კანონის უზენაესობას სერიოზული პრობლემები შეექმნა, ეს იციან კონგრესმენებმა. ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ეს კანონდარღვევები ასახულია კონგრესის ანგარიშიც. კონგრესმენებმა ასევე იციან, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარება ერგო ახლანდელ მთავრობას", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოში მყოფი ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრა, სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა. 

კომენტარები