ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია: მოწმეები, რომლებსაც ბრალდება წარმოადგენს, ჩემ სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებას

0 კომენტარი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის წინასასამართლო პროცესიც ამ დროისთვის იმართება, მიიჩნევს, რომ ბრალდების ყველა მოწმე, მის სასარგებლო ჩვენებას მისცემს. 

როგორც ახალაიამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ბრალდების ყველა მტკიცებულება არის სადავო. 

"ამ ხალხს რაც მტკიცებულებები აქვთ, ისევ ჩვენ გამოგვადგება, რომ დავამტკიცოთ ჩემი უდანაშაულობა. ყველა მტკიცებულება უნდა დაუშვათ, თუმცა მე მათ სადავოდ მივიჩნევ. ჩემს ბრალს ამ ადამიანების ჩვენებები არ ამტკიცებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოწმეები, რომლებსაც ბრალდება წარმოადგენს, ჩემ სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებას", - განახადა ბაჩო ახალაიამ.

წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს, მათ დასაშვებობაზე გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლე ამ დროისთვის შესვენებაზეა გასული. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩო ახალაიასთან ერთად კიდევ 7 პირის ბრალეულობის შესახებ, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები