პროკურატურა

პატიმრების წამებასა და გაუპატიურებაში ბრალდებულები დააკავეს

პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის პროკურატურაში საქმე აღიძრა. ამ ბრალდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელები დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე მსჯავრდებულ პ.ო-ს ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში შეუკრეს ხელ-ფეხი და სასტიკად სცემეს.

პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პატიმარს სცემეს მათ შორის რეზინის ხელკეტით, შემდეგ წყლით სავსე ჭურჭელში რამდენჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს.

უწყების ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან ლევან ლეჟავა და გიორგი ფარჯანაძე. რაც შეეხება დიმიტრი ჩხეიძეს და შოთა თოლორდავას, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით.

 

კომენტარები