პრეზიდენტის გამოსვლა

პრეზიდენტი: დამიზნებული „ისკანდერების“ ქვეშ მსოფლიო ლიდერებმა ჩვენი ერთიანობა აჩვენეს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმობისას განაცხადა,  რომ 2008 წლის ომის დროს არსებობდა დადასტურებული ინფორმაცია - მისი ლიკვიდაციის მიზნით თბილისის ცენტრზე „ისკანდერები" იყო დამიზნებული, თუმცა მიუხედავად საფრთხისა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად ქართველი ხალხის ერთიანობა მაინც დაფიქსირდა.

პრეზიდენტის თქმით, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა ის მრავალათასიან აქციაზე სიტყვით გამოვიდოდა რუსთაველის გამზირზე. სააკაშვილმა ომის დროს პრეზიდენტ ბუშთან საუბარიც გაიხსენა. იმ პერიოდში, როცა რუსები თბილისისკენ დაიძრნენ:

"ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მიშა, როგორ ხარო. მე ვუპასუხე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ ვიყავი მე, "მამათქვენის პრეზიდენტობის დროს დაიშალა საბჭოთა კავშირი და დღეს, თქვენი პრეზიდენტობის დროს თუ თბილისში რუსეთის ჯარი შემოვა, საბჭოთა კავშირი ისევ აღდგება"-მეთქი და ვკითხე, რატომ არ ფიქრობდა, ისტორიაში როგორ ჩაიწერებოდა ეს ყველაფერი. ამის შემდეგ შემაჩერა, ცენტრალურ სადაზვერვოში მივდივარო... პარალელურად დაძრეს მეექვსე ფლოტი საქართველოს დასაცავად. ვიღაც იტყვის, რომ ტაშფანდური იყო თბილისის ცენტრში, მაგრამ ფიზიკური რისკის ფასად მთელმა მსოფლიომ დაინახა ქართველი ხალხის ერთიანობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები