ტერაქტი

ბოსტონის მარათონის აფეთქებებში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა

ბოსტონის მარათონის აფეთქებებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პიროვნება, მაიკ მულუგეტა პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. მეორე, სუნილ ტრიპატი ჯერჯერობით გაქცეულია, თუმცა მას პოლიცია ეძებს. ოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი.  

ოპერაციის დროს აფეთქებაც მოხდა, თუმცა პოლიციის განცხადებით, ის დაგეგმილი არ იყო და ოპერაციის დროს ეჭვმიტანილებმა ბომბის მანქანიდან გადაგდება სცადეს.

პოლიციამ ოპერაცია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში პოლიციის წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის შემდეგ დაიწყო.

მეორე ეჭვმიტანილი სუნილ ტრიპატი რამდენიმე დღის წინ დაკარგულად გამოცხადდა და პოლიცია მის პოვნას ცდილობდა.

ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირის ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა და მოსახლეობას მათ ამოცნობაში დახმარება სთხოვა.

 

კომენტარები