სოფლის მეურნების სამინისტრო

დავით კირვალიძე: პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ

www.facebook.com/AgricultureGeorgia

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მან უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ, 2 მაისის, სხდომაზე მიმართა.
კირვალიძის გადადგომა, გუშინ, 1 მაისს, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას უკავშირდება.
"სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა დავით კირვალიძემ.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას დროებით დავით კირვალიძის მოადგილე, შალვა ფიფია შეასრულებს.
კირვალიძე შევარდნაძის მთავრობის მინისტრი იყო - 2003 წლიდან 2004 წლამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. კირ­ვა­ლი­ძეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი და 250 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რეს. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის საცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა რა­მე დო­კუ­მენტს ვერ მი­აკ­ვ­ლი­ეს.

კომენტარები