ჯანდაცვის სამინისტრო

სერგეენკო დავითაშვილს ბრალდებების დამტკიცებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს ბრალდებების დამტკიცებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. 

"მე მძიმე დანაშაულში მდებს კობა დავითაშვილი ბრალს. ეს დანაშაული უმძიმესია, ვინაიდან, როგორც სახელმწიფო მოხელეს, კორუფციაში მდებს ბრალს, მან ეს ბრალდებები  უნდა დაამტკიცოს ან საჯარო ბოდიში მოიხადოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაზღვევებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში კობა დავითაშვილიც იყო ჩართული. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუშაობის პროცესში კობა დავითაშვილმა ღია ეთერით დაიწყო აპელირება, რის გამოც მან დავითაშვილი სამუშაო პროცესს ჩამოაშორა. 

შეგახსენებთ, რომ კვირის ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ბრალს სდებს კორუფციაში - კერძოდ, სადაზღვევო კომპანიების ლობირებასა და ჯანდაცვის რეფორმის არარსებობაში. 

კომენტარები