ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი: ვესაუბრე კობა დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კობა დავითაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით. როგორც სტრასბურგში მყოფმა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, დავითაშვილს დღეს ტელეფონით ესაუბრა და "საკმაოდ ეჩხუბა".

პრემიერის თქმით, თუ დავითაშვილს კოალიციაში დარჩენა სურს, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს. 

"ვესაუბრე კობა დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე. მან უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. იგი მუდამ ახერხებს გარედან ინფორმაციის შემოტანას და თანაც ისე, რომ ეს არაფერს ეფუძნება. ძალიან საწყენი იყო, რომ დავითაშვილმა ეს გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს და ინფორმაცია პირველად გუნდში გააჟღეროს. ელემენტარული წესები არსებობს ყველაფერში. სერგეენკო უპატიოსნესი კაცია და ეს თემა არის ხელოვნურად მოგონილი. არავითარ კორუფციას არ აქვს ადგილი, ის აბსოლუტურად წესიერი კაცია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

შე­გახ­სე­ნებთ, კვი­რის ქრო­ნი­კის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლმა ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ბრა­ლი დას­დო კო­რუფ­ცი­ა­ში - კერ­ძოდ, სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ლო­ბი­რე­ბა­სა და ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მის არარ­სე­ბო­ბა­ში. 

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, და­ვით სერ­გე­ენ­კომ, დე­პუ­ტატ კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლის­გან ბრალ­დე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ან სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­და მო­ით­ხო­ვა.

"მე მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მდებს კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი ბრალს. ეს და­ნა­შა­უ­ლი უმ­ძი­მე­სია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს, კო­რუფ­ცი­ა­ში მდებს ბრალს, მან ეს ბრალ­დე­ბე­ბი უნ­და და­ამ­ტკი­ცოს ან სა­ჯა­რო ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს", - აღ­ნიშ­ნა სერ­გე­ენ­კომ.

რის შემდეგაც, დავითაშვილმა განაცხადა, რომ სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"ბა­ტონ და­ვით სერ­გე­ენ­კოს ვურ­ჩევ, პა­სუ­ხი გას­ცეს დას­მულ შე­კით­ხვებს. შე­კით­ხვე­ბი არის ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი, მი­სი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი არის კერ­ძო სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში. რო­გორც ჩანს, ბა­ტონ სერ­გე­ენ­კოს სურს, არ­სე­ბით გან­ხილ­ვას თა­ვი აა­რი­დოს და ფორ­მა­ლო­ბა­ზე გა­და­ი­ტა­ნოს სა­კით­ხი. ამი­ტომ მას მო­უ­წევს პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა, სა­ნამ პა­სუ­ხებს არ გას­ცემს, ბო­დიშს კი არა, ვე­რა­ფერს ვერ მი­ი­ღებს ჩემ­გან. მი­სი პარ­ლა­მენ­ტში მოს­ვლის სა­კით­ხი და­ყე­ნე­ბუ­ლი მაქვს ფრაქ­ცი­ის წი­ნა­შე", - გა­ნაც­ხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

კომენტარები