კობა დავითაშვილი

დავითაშვილი: თუ მარგველაშვილი თვლის, რომ შრომის კოდექსი მიუღებელია, ვიცეპრემიერობიდან უნდა გადადგეს

Wikipedia

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, კო­ბა და­ვი­თაშ­ვილ­მა, დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შრო­მის კო­დექ­სთან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა. და­ვი­თაშ­ვი­ლის თქმით, თუ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი თვლის, რომ შრო­მის კო­დექ­სი მი­უ­ღე­ბე­ლია, "მი­ნი­მუმ ვი­ცეპ­რე­მი­ე­რო­ბი­დან უნ­და გა­დად­გეს".

დე­პუ­ტა­ტის თქმით, შრო­მის კო­დექ­სთან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ცეპ­რე­მი­ერ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ მი­სი გან­ცხა­დე­ბის კონ­ტექ­სტი უკავ­შირ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი მა­ი­სის აქ­ცი­ას და მან სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა პო­ლი­ცი­ას­თან შე­ჯა­ხე­ბა­ში და თქვა, რომ ისე­თი კო­დექ­სი შე­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბა იყოო. გე­გო­ნე­ბა ამ მთავ­რო­ბის ვი­ცეპ­რე­მი­ე­რი თვი­თონ არ იყოს", - გა­ნაც­ხა­და კო­ბა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­ერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი - ბენ­დუ­ქი­ძეს­თან კა­მა­თი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის თე­მა, იყო ''ცენ­ტრი­დან მარ­ცხნივ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი''.

"ამ დროს ვის­მენთ ულ­ტრა­მე­მარ­ჯვე­ნე გან­ცხა­დე­ბას. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ თავ­თან მო­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში. ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, თუ­კი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ამას ღი­ად გა­ნაც­ხა­დებ­და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე. თუ­კი იგი თვლის, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია შრო­მის კო­დექ­სი, მი­ნი­მუმ ვი­ცეპ­რე­მი­ე­რო­ბი­დან უნ­და გა­დად­გეს", - აღ­ნიშ­ნა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

და­ვი­თაშ­ვი­ლი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ზე, პრე­მი­ერ­მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­აქ­ცი­ას ელო­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ვი­ცეპ­რე­მი­ე­რმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შრო­მის ახა­ლი კო­დექ­სის პრო­ექ­ტი გა­აკ­რი­ტი­კა.

"პარ­ლა­მენ­ტში ისე­თი შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი, ვე­რა­ვინ ვე­ღარ გა­ინ­ძრე­ვა. რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბის შრო­მის კო­დექ­სია შე­სუ­ლი, რო­ზა ლუქ­სემ­ბურ­გის ოც­ნე­ბას თუ ვახ­დენ­დით, არ ვი­ცო­დი. შიგ­ნით ისე­თე­ბი წე­რია, სა­ერ­თოდ დამ­საქ­მე­ბე­ლი ვე­ღარ გა­ჭა­ჭან­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვერც სა­ხელ­მწი­ფო და ვერც ბიზ­ნე­სი. ეს ძა­ლი­ან პრობ­ლე­მუ­რია, მით უმე­ტეს, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბიზ­ნე­სი უნ­და გან­ვი­თარ­დეს, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ფორ­მე­ბი უნ­და გა­ა­ტა­როს. ამ შრო­მის კო­დექ­სის შე­ტა­ნა იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი. ამ ფონ­ზე, ისი­ნი შრო­მის კო­დექ­სის გა­მო პო­ლი­ცი­ას ურ­ტყა­მენ", - გა­ნაც­ხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

კომენტარები