საპარლამენტო უმრავლესობა

ხიდაშელი: დიად ბოკერიას დავესესხები, წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება

თინა ხიდაშელი
www.facebook.com/khidasheli.tinatin

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის საინტერესო პოლიტიკური ძალა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად პარლამენტში ჩანს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვან კენჭისყრებზეც კი, მათ აქვთ 26 ხმა ტაბლოზე. 

"პრემიერმინისტრმა ნაციონალურ მოძრაობაზე ის თქვა, რაც პირველ ოქტომბერს ხალხმა უკვე თქვა. მათი ბედი გადაწყვეტილია. დიად გიგა ბოკერიას უყვარდა ამის თქმა და დავესესხები - როდესაც ჩვენ ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა, ამბობდა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება. მეც მჯერა, რომ წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება და ჩვენ გვეყოლება ისეთი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს, რომელიც ალბათ მომდევნო არჩევნებსაც მოიგებს, თუ ქართველი ხალხი ჩათვლის, რომ ჩვენ რაღაც სწორად არ გავაკეთეთ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები