პრეზიდენტობის კანდიდატი

მარგველაშვილი: პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება გაუნათლებელი იყო

ტაბულა

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები ძირითადად ლანძღვა იყო, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება კი - "გაუნათლებელი".

"თავიდან, როდესაც დავსახელდი საპრეზიდენტო კანდიდატად, უბრალოდ ვუყურებდი, რა რეაქცია იქნებოდა. ელემენტარულად დაიწყო ჩემი ლანძღვა. ეს არ იყო კრიტიკა, ძირითადად იმით იყვნენ დაკავებული, რომ ჭრიდნენ ჩემს ციტატებს და ავრცელებდნენ. წარმოიდგინეთ, 2-საათიან გადაცემაში 3 სიტყვას რომ ამოჭრი, ან ვრცელი ინტერვიუს მხოლოდ დასაწყისს ამოწევ. ისმოდა მწვავე განცხადებებიც. მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, თუმცა ეს არ იყო მწვავე, უფრო გაუნათლებელი განცხადება იყო, რადგან მას შეეშალა", - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.

კომენტარები