17 მაისის აქცია - შეფასებები

Amnesty International: 17 მაისს პოლიცია მოუმზადებელი აღმოჩნდა


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International მიიჩნევს, რომ 17 მაისს თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა ათასობით ადამიანის თავდასხმისაგან, ორგანიზებულ ჰომოფობიას კი არაეფექტური პასუხი გასცა.

„ირონიულად, ეს სამარცხვინო ძალადობა დაემთხვა დღეს, როდესაც მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავენ. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი შემწყნარებლობის ხელშეწყობისა და ლგბტ ჯგუფებისა უფლებების დაცვის კუთხით.ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ძალადობის ფაქტები და პასუხი აგონ მათ, ვინც კანონით დასჯადი ქმედება ჩაიდინა",- აღნიშნავს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ დალჰუისენი.

Amnesty International ასევე მიუთითებს, რომ ლგბტ აქტივისტები რელიგიური გუჯფებისგან დაიცვას პოლიცია, უკვე მეორე წელია, ვერ ახერხებს.

„სახიფათო ტენდენცია ხდება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობის პატიება და დაუსჯელობა, თუ ამას მართლმადიდებელი სამღვდელოება და მათი მიმდევრები სჩადიან. მიუღებელია, რომ ხელისუფლებამ კვლავ დაუშვას რელიგიის სახელით განხორციელებული თავდასხმები ადამიანებზე მათ სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო" - ამბობს დალჰუისენი.

„გასული წლის მოვლენებიდან ცხადი იყო, ასევე წლევანდელი კონტრ აქციის დაანონსება ცხადყოფდა, რომ ძალადობა მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, პოლიცია მოუმზადებელი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ, ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა." - აღნიშნავს დალჰუისენი. მისივე თქმით, მსგავსი არაეფექტური ქმედებით, საქართველოს ხელისუფლება შეუწყნარებლობასა და დაუსჯელობის წახალისებას ახდენს - „მათ უნდა გააუმჯობესონ მშვიდობიანი დემონსტრაციების კონტროლი მომავალში და მსგავსი რამ აღარ დაუშვან".

 

კომენტარები