დაკავება

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავებულები არიან

Zurab Chiaberashvili and Vano Merabishvili
government.gov.ge

საქართველოს პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

მერაბიშვილს ბრალი, მისი პრემიერმინისტრობის დროს განხორციელებულ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით აქვს წაყენებული. უახლოეს პერიოდში კი, ბრალი წაეყენება, მისი შს მინისტრობის დროს მომხდარ გვირგვლიანის მკვლელობასა და 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დააკავეს ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელიც იმ დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოს პროკურატურისგან უწყება მიიღო და დღეს დაკითხვაზე გამოცხადდა.  მერაბიშვილთან ერთად, პროკურატურაში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილიც იყო დაბარებული. დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი თებერვლის თვეში პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ. 

კომენტარები