აქცია

24 მაისს აქცია ”არა თეოკრატიას” გაიმართება

პარასკევს, 24 მაისს, დედაენის ბაღში რელიგიური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ აქციაა დაგეგმილი, სახელწოდებით - არა თეოკრატიას. აქცია 17 მაისის პროცესებითაა ინსპირირებული, როდესაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია ძალადობრივად ჩაშალეს. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის, მათ შორის სასულიერო პირების, კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნით აქცია, შაბათს, 25 მაისს, დღის სამ საათზე პროკურატურასთანაც გაიმართება.

აქციაში მონაწილეობა Facebook-ზე ამ დროისთვის 1800-ზე მეტმა ადამიანმა დაადასტურა. მისი მხარდამჭერები ვიდეომიმართვებსაც ავრცელებენ. ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია იდენტობა აქციას არ უერთდება, რადგან თვლიან, რომ მათზე თავდასხმის რისკი მაღალია.

ეროვნული ფრონტის მიერ დაიგეგმა კონტრაქციაც, ლოზუნგით: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა", რომელიც დედაენის ბაღში იმავე დღეს, 1 საათით ადრე უნდა დაიწყოს. მასში მონაწილეობას Facebook-ზე დაახლოებით 100 ადამიანი ადასტურებს.

კომენტარები