საქართველო-აშშ

სენატორები შაჰინი და რიში მერაბიშვილის დაკავებით შეშფოთებულნი არიან

სენატორები ჯინ შაჰინი (ნიუ ჰემპშირი) და ჯეიმს რიში (აიდაჰო), ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმიანებიან და ახსენებენ საქართველოს მთავრობას თავიანთ 2012 წლის დეკემბრის მოწოდებას, რომ შერჩევითი სამართლის აღქმაც კი არ დაუშვან მათი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. 

სენატორები წუხილით აღნიშნავენ, რომ “ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება და ოპოზიციური პარტიის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების დისპროპორციულად მაღალი რაოდენობა, მათ შეშფოთებას აღრმავებს”. სენატორები მიიჩევენ, რომ ამ დაკავებების აღქმა, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორებისა დააზარალებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და პირობას დებენ, რომ დაწვრილებით შეისწავლიან ყველა ამ პროცესს. 

სენატორები პრემიერ მინისტრს სთხოვენ დანაპირები შეასრულოს და პროცესები პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლად წარიმართოს.

კომენტარები