8 თებერვლის ინციდენტი

თაქთაქიშვილისა და რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულებს პირობითი მსჯავრი შეეფარდათ

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის დროს, საპარლამენტო უმცირესობის წევრების, ჩიორა თაქთაქიშვილისა და სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებულებს - გელა მამალაძესა და ნიკა არაბულს წელიწადითა და 8 თვით პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

ბრალდებულები და მათი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადეკვატურს უწოდებენ. ადვოკატ დავით ბარბაქაძის განცხადებით, დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულებისთვის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია.

მამალაძე და არაბული ხულიგნობის მუხლით 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს, როდესაც სიტყვით პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გამოსულიყო. იქვე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები