თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ მინისტრს და ”ნაციონალურ მოძრაობის” გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წინასწარი პატიმრობა მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე შეუფარდა.მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.  წინასასამართლო სხდომა კი 10 ივლისს გაიმართება.  

პროკურატურამ მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების შესახებ განცხადება 28 მაისს გაავრცელა. პროკურატურის თქმით მერაბიშვილს ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებებში, 2011 წლის 26 მაისს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. 

 

 

კომენტარები