ღარიბაშვილის ვიზიტი

შინაგან საქმეთა მინისტრი შტეფან ფულეს შეხვდა

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ბრუსელში შეხვედრა გამართა. ფულეს განცხადებით საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ სამართალწარმოება სამართლიანად, გამჭვირვალედ და პოლიტიკური ჩარევის გარეშე უნდა განხორციელდეს.

"აუცილებელია, კანონის დაცვა მოხდეს ევროპული ფასეულობების შესაბამისად", - აღნიშნა შეხვედრისას ევროკომისარმა. ფულე მიესალმება საქართველოს ძალისხმევას კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან მიმართებაში, როგორც ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ნაწილს.

შტეფან ფულემ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შტეფან ფულემ აღიარა სამართალდამცავ სისტემაში გატარებული რეფორმები და შინაგან საქმეთა მინისტრს მეტი პროგრესისკენ მოუწოდა უმცირესობების უფლებები დაცვის საკითხში.

"ევროკავშირი ძალიან სერიოზულად ეკიდება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გარეშემო მომხდარ ნებისმიერ ინციდენტს", - განაცხადა შტეფან ფულემ.

კომენტარები